კარიერა

Fundraiser.ge - აცხადებს ერთჯერად ვაკანსიას შემდგომში პროექტში სრულად დასაქმების შეთავაზებით. 

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც კონკრეტული რაოდენობის სასპონსორო პაკეტების გაყიდვაში დაგვეხმარება. წარმატებით დაასრულებს ფანდრაიზინგ კამპანიას ძალიან მნიშვნელოვანი და სოციალური გავლენის მქონე პროექტისთვის სასკოლო განათლების სისტემაში, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს. 

პროექტში მონაწილეობა თქვენი ცხოვრების ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება.

 

ფუნქცია:

 

კამპანიის ფარგლებში, შეძლოს დადოს სპონსორ კომპანიებთან გარიგებები სასპონსორო პაკეტების გაყიდვასთან დაკავშირებით, პროექტის დარჩენილი ბიუჯეტის მოსაზიდად. 

როგორ:

პროექტის სენსიტიურობიდან დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები სასპონსორო პაკეტში, ბევრად უფრო შედეგიანი და გრძელვადიანია, ვიდრე ამ სარეკლამო შედეგის მიღწევა უჯდებათ კომპანიებს, რაც მიზნის მიღწევას აიოლებს.

სპონსორ პაკეტები  ღირებულებასთან შედარებით, ბევრად ხანგრძლივ მეტს და მომგებიან სარეკლამო/საიმიჯო შედეგებს გულისხმობს. 

რა ეტაპზეა პროექტი:

პროექტის არსიდან გამომდინარე, მას უკვე ყავს უამრავი გულშემატკივარი. ჩვენ გვყავს ოფიციალური მედია პარტნიორები, ყველა საჭირო სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა. განვითარებისა და მარკეტინგული აქტივობების 10 წლიანი გეგმა. 10 წლიანი ფინანსური პროგნოზი. გარკვეული და შეთანხმებულია პროექტის ყველა დეტალი. 

პროექტი ინოვაციურია საქართველოსა და მთელს მსოფლიოში. 

პროექტს წლების განმავლობაში ეყოლება უამრავი გულშემატკივარი და მათი რიცხვი მუდამ გაიზრდება, რაც დამატებით აიოლებს შესასრულებელ საქმეს. 

 

 

შესასრულებელი პერიოდი: 1-3 თვე

 

ანაზღაურება: 12 000 + ლარი 

ანაზღაურება მოხდება შედეგების შესაბამისად.

 

საჭირო უნარ-ჩვევები:

 

აუცილებელია შეისწავლოთ პროექტი და მთლიანად შეიგრძნოთ და იცნობდეთ ყველა დეტალს.

თქვენ ზუსტად ისე უნდა შეიყვაროთ პროექტი, როგორც თქვენი პირადი საქმე.

იმისთვის რომ  ჩვენთან ერთად ფანდრაიზინგის კამპანია წარმატებით გამოგივიდეს, საჭიროა გქონდეთ საჭირო კონტაქტებთან კომუნიკაციის დამყარების მარტივი შესაძლებლობა. 

გქონდეთ პრეზენტაციის ჩატარებისა და დარწმუნების უნარი. 

საჭიროა იყოთ მაღალი პასუხისმგებელობის მქონე და პუნქტუალური. 

 

მოთხოვნები: 

 

თუ თვლით რომ შეგიძლიათ ჩვენ პროექტში ამ ფუნქცის შესრულება და ეს საქმე თქვენთვის იდეალურია, გამოგვიგზავნეთ თქვენი სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია თქვენ შესახებ მეილზე: info@fundraiser.ge  

თუ თქვენ არა, მაგრამ იცით ვის შეიძლება ეს გამოუვიდეს და  ანაზღაურებაც მისაღებია, გაუზიარეთ ვაკანსიის ლინკი. 

 

ჩვენ გპირდებით:

 

შემდგომი პროექტებისთვის მსგავსი დასაქმების შეთავაზებას. 

დაუვიწყარ და უმნიშვნელოვანესს პროექტში თანამონაწილეობას, უკარგესს გამოცდილებასა და უამრავ სასიამოვნო გრძნობებს, პროექტის წარმატებაში თქვენი როლის გამო.  

 

ვადა: 11 დეკემბერი 2021