უსაფრთხოების პოლიტიკა
1. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
1.1"Fundraiser.ge" ვებ-პლატფორმით (შემდგომში-„პლატფორმა“) სარგებლობისა და რეგისტრაციისთვის, საჯარო პროფილის შექმნით ინახავს პერსონალურ ინფორმაციას მხოლოდ: სახელის, გვარისა და ელ.ფოსტის შესახებ. (მათ შორის Facebook-ით რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში). პროექტის განთავსებისთვის, პლატფორმის მომხარებელს (შემდგომში - „მომხმარებელი“) შესაძლოა მოეთხოვოს ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა: ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი.
1.2 პლატფორმა უფლებამოსილია, მოითხოვოს და საჯარო გახადოს მხოლოდ პროექტის განხორციელებისთვისა და გამჭვირვალობისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაცია.
1.3 მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია პლატფორმას საშუალებას აძლევს, მომხმარებელს მარტივად და დროულად მიაწოდოს ინფორმაცია პლატფორმაზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მომსახურების პირობებსა და მოხმარების წესებში შესული ცვლილებების შესახებ.
1.4 პლატფორმა იტოვებს უფლებამოსილებას, მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით, მიაწოდოს მას ინფორმაცია პლატფორმაზე განთავსებული პროექტების მიმდინარეობისა და ახალი პროექტების განთავსების შესახებ.
1.5 პროექტის დაფინანსება, თანხის გადახდა, ხდება შესაბამისი საბანკო და საფინანსო მომსახურების საფუძველზე. მომხმარებლის საბანკო ბარათისა და სხვა ფინანსური ინფორმაცია ტარდება ელ. გადახდის სისტემით, შესაბამისად, პლატფორმის ადმინისტრაციას, არ აქვს წვდომა ამ ინფორმაციაზე, რაც უზრუნველყჰოფს მომხმარებლის ფინანსური ინფორმაციის სრულ დაცულობას.
2. პერსონალური ინფორმაციის დაცვა
2.1 პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არის კონფიდენციალური, არ არის საჯარო და არ ექვემდებარება მესამე პირთათვის გადაცემას სხვადასხვა მიზნებისთვის.
2.2 პლატფორმა იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონით აკრძალული მიზნებისთვის.
2.3 პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება მესამე პირთათვის, შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.4 პლატფორმა არ ინახავს მომხმარებლის ელექტრონული ბარათებისა თუ პირადი ანგარიშების მონაცემებს. პროექტში ინვესტირებისას, მომხმარებელს შეჰყავს ბარათის მონაცემები ბანკის გვერდზე, რომელსაც გადაყჰავს პლატფორმაზე გადახდის ბოლო ეტაპზე.
2.5 თუ მომხმარებელს სურს მის მიერ შეყვანილი მონაცემების წაშლა პლატფორმის მონაცემთა ბაზიდან, უნდა დაუკავშირდეს პლატფორმას და შეატყობინოს, რა ინფორმაციის წაშლა არის საჭირო. მოთხოვნა შესაძლოა გაკეთდეს წერილობით ჩვენს სოციალურ მედია პლატფორმებზე, მომხმარებელთა მომსახურების ხაზზე, ელ. ფოსტის საშუალებით, ან სიტყვიერად ჩვენს ოფისთან დაკავშირებით. მონაცამების რედაქტირება და წაშლა ასევე შესაძლებელია პლატფორმაზე თავად მომხმარებლის მიერ: დააკლიკეთ ჩემი პროფილი>პროფილის ინფორმაცია>ანგარიშის რედაქტირება.
3. პასუხისმგებლობა
3.1 მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტესა და მის დროულად განახლებაზე. მომხარებელი ვალდებულია, დაიცვას საკუთარი პერსონალური ინფორმაცია, პაროლი, “log in”-ი და ა.შ. მესამე პირებისთვის გამჟღავნებისგან. პლატფორმა არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ მესამე პირისთვის საკუთარი პერსონალური ინფორმაციის ან/და პაროლის და სხვა დეტალების გადაცემით/გამჟღავნებით მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე.