კარანტინის დროს დაიკეტა საკვები ობიექტები, რომლებიც ქუჩის ცუგებისა საჭმლის ერთადერთი წყარო იყო. შიმშილით რომ არ დაიღუპონ, საჭიროა ჩვენი გააქტიურება. პროექტის მიზანია, შეგროვდეს თანხა მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად.
კარანტინის დროს დაიკეტა საკვები ობიექტები, რომლებიც ქუჩის ცუგებისა საჭმლის ერთადერთი წყარო იყო. შიმშილით რომ არ დაიღუპონ, საჭიროა ჩვენი გააქტიურება. პროექტის მიზანია, შეგროვდეს თანხა მიუსაფარი ცხოველების გამოსაკვებად. ადამიანებმა მოვიშინაურეთ ისინი, დავუნგრიეთ ბუნებრივი გარემო, გავუჩეხეთ ხეები და მათ ადგილას ჩავუდგით კორპუსები... მოშინაურებულების მოვლა დაგვეზარა და სახლებიდანაც გამოვყარეთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ უნარი, გადარჩნენ ბუნებრივად და თავიანთი საკვები თვითონვე იშოვონ, ეგეც არ გვაწყობს იმიტომ, რომ თან ჩვენ არ გვინდა, რომ შეგვაშინონ... ამიტომ ჩვენც არ ვუვლით, მაგრამ თან ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხროვებად არ შეიკრან. რაც დრო გადის, გამოგვყავს ახალი და ახალი ჯიშები, რომლებსაც სათამაშოდ და ინსტაგრამზე დასადებად ვიყენებთ. ამიტომ ძალიან მძიმეა ქუჩაში მცხოვრები გაყინული ცუგოების და ფისოების ცხოვრება. ეპიდემიის დროს ვითარება განსაკუთრებით მძიმდება. გულსატკენია, რომ საწყალ ძაღლუშებს და ფისოებს კუჭი უხმებათ და მშივრები და გაყინულები დაძუნძულებენ... მოთმინებით წვანან კაფეების კარებთან და ელოდებიან, როდის დაბრუნდება ადამიანი, რომელიც შედარებით უმსუბუქებდა ქუჩის (ტყის ნაცვლად ბეტონის და გამონაბოლქვის) მძიმე ყოფას. გარდა იმისა, რომ ცოდოები არიან, მათი უყურადღებოდ დატოვება ადამიანების ეგოსთვისაც არ არის საინტერესო. დაავადებული, გაძვალტყავებული ძაღლები და კატებო ნამდვილად თავის უარყოფით გავლენას იქონიებს ქალაქზე. თან როგორც ვთქვით, იზრდება მართლა ცუგრების ხროვების ჩამოყალიბების საშიშროება, რაც არც ცუგებისთვისაა კარგი და არც ჩვენთვის. ამ ეტაპზე ვიბრძვით იმისთვის, რომ ცხოველები მშივრები არ დაიხოცონ.ამიტომ ჩვენი მიზანია, გამოვკვებოთ რაც შეიძლება მეტი ბევრი მიუსაფარი ცხოველი, შედარებით იაფი მშრალი საკვებით. სავარაუდოდ ავარჩევთ პედიგრის ბრენდს, გააჩნია იმ დღეს როგორ ფასები დაგხვდება. რამდენს ვაჭმევთ? - ამ თანხით მოგვივა დაახლოებით 500-600 კგ მშრალი საკვები, რაც დაახლოებით 2500-3000 ულუფას უდრისროგორ ვაჭმევთ? - საკვები გადაეცემა კეთილი ადამიანების გაერთიანებებს, რომლებსაც გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა უბნები და აჭმევენ ცუგოებს და ფისოებს