„მცნების დამცველნი“ ზღაპრების კრებულია 5+ ასაკის ბავშვებისთვის. ზღაპრები ათი მცნების ინსპირაციითაა შექმნილი და შესაბამისად, კრებულში ათი ზღაპარი შედის.
წიგნში ბავშვები ნახავენ ღვთისგან თითქოსდა მივიწყებულ მხარეებს. ადგილებს, სადაც უფლის თვალიც კი ვერ სწვდება და ვერ ხედავს, ვერ ამჩნევს ადამიანებსა და მათ ქმედებებსა თუ ფიქრებს. მაგრამ მხოლოდ თითქოს...
კრებული ბავშვებს ასწავლის მადლიერებას, მშობლებისა და საკუთარი თავის პატივისცემას და ზღაპრულად აჩვენებს, რა შეიძლება მოჰყვეს ბოროტებას, უსამართლობასა თუ ტყუილს.
„მცნების დამცველნი“ სავსეა ფერადი და მეტყველი ილუსტრაციებით, რაც თითოეულ ამბავს აცოცხლებს და ტექსტის აღქმას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.