მალე ჩემი დაბადების დღეა და ყველამ იცით, როგორ მიყვარს საჩუქრების მიღებაც და ჩუქებაც. თუმცა, ამ დაბადების დღეზე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ჩემთვის საჩუქრების შერჩევის ნაცვლად, თქვენი გათვლილი ბიუჯეტი, რამდენიც არ უნდა იყოს, აქ დონაციის სახით მაჩუქოთ. ამაზე მეტად მართლა არცერთი საჩუქარი გამახარებს წელს.
2023 წლის 27 დეკემბერს, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი - ლუკა კუდუხაშვილი ემსხვერპლა საქართველოს უკიდურესად არაადამიანურ ნარკოპოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ნებისმიერი ოდენობით მფლობელს ემუქრება 8-20 წლამდე პატიმრობა.
სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია, პროკურატურა კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოგეხსენებათ რამხელა რაოდენობის თანხებს ითხოვს. ვინც იცნობთ ლუკას, გეცოდინებათ როგორი ადამიანია და საერთოდ არაფერ შუაში რომ არ არის ციხესთან და პატიმრობასთან.
აქ რომ ჩამოვწერო მხოლოდ მე ლუკას გაკეთებული სიკეთეები, ერთი დღე ალბათ არ მეყოფა. გვესაჭიროება ყველა თქვენგანის ჩართულობა და დახმარება, თუნდაც 1 ლარით, რათა 26 წლის ბიჭი, ამ უსამართლობას არ შეეწიროს და მთელი ახალგაზრდობის გატარება პატიმრობაში არ მოუწიოს.
ბევრჯერ დავხმარებივართ სხვადასხვა ადამიანს მსგავს გასაჭირში და ახლაც გთხოვთ, გავერთიანდეთ და მარტო არ დავტოვოთ ლუკა სისტემის წინააღმდეგ.