მადლიერების ველი იქნება ადგილი მადლობის გამოხატვისთვის, რომელიც ყოველწლიურად ადამიანების ჩართულობით შეივსება ახალი მანათობლებით და საბოლოოდ ძალიან ლამაზ სივრცეს და ველს შექმნის, რომელიც მუდამ იქნება განათებული.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თქვენთვის ძვირფასს ადამიანს გადაუხადოთ მადლობა, გამოხატოთ მადლიერება მისი თქვენდამი დამოკიდებულებისა ან საქმიანობისთვის და აანთოთ მის სახელზე ჩვენი ფერადი მანათობელი, რომელიც სამუდამოდ იქნება განათებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ზემო ნიქოზში, მადლიერების ველზე.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 100 ლარის გადახდით, მისთვის სასურველ ადამიანს გადაუხადოს მადლობა და აანთოს ჩვენი ფერადი მანათობელი მის სახელზე, გაუგზავნოს სპეციალური ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება რომ ადრესატისთვის აინთო მადლიერების მანათობელი, რომელიც სამუდამოდ იქნება ანთებული მადლიერების ველზე. მას მოყვება მანათობლის სპეციალური ნომერი და მიმართვა ადრესატის სახელზე ‘’მადლობა, იმისთვის რასაც აკეთებ, This will shine for you forever!
მოხვდით პირველ 500 ადამიანში და ისარგებლეთ 70%-იანი ფასდაკლებით და მხოლოდ 100 ლარად აანთეთ მადლიერების ველი:
ფასში შედის:
პერსონალური მანათობელი
5 წლის მოვლის ხარჯი
პერსონალური ბარათი ადრესატის სახელზე
სპეციალური აღმნიშვნელი თუ ვის სახელზე აინთო მანათობელი
მადლიერების ველის კამპანიიდან შემოსული თანხა, სრულად ხმარდება საგანმანათლებლო პროექტს მეურნეობა, რომელიც გულისხმობს ქართული სკოლებისთვის მცირე და საშუალო საწარმოების შექმნას. დეტალები იხილეთ: https://www.meurneoba.ge/ facebook: https://www.facebook.com/meurneoba