გამარჯობა, ჩვენ ვართ ცხოველთა მოყვარულები საქართველოდან. ჩვენს ქვეყანაში ძაღლები და კატები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათ ხშირად ქუჩაში აგდებენ, აწამებენ, ამრავლებენ და უმართავად ვაჭრობენ.
ამავდროულად არ გვაქვს ნორმალური კანონი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს. ამ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავლად ცხოველების პოპულაციის მართვა მიგვაჩნია სტერილიზაცია კასტრაციის გზით.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს სახელმწიფო თავშესაფარი ეს მაინც არაა საკმარისი, აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ საქართველოს ერთ ერთ მაღალმთიან რეგიონ წალკაში საკუთარი ძალებით დავიწყოთ ძაღლებისა და კატების სტერილიზაცია. ამ რაიონის რთული კლიმატური პირობები, განსაკუთრებით გაუსაძლისია ცხოველებისთვის. მათ უჭირთ საკვების მოპოვება და არანაირად არ არის მათი უფლებები დაცული. მრავლდებიან უმართავად და ნაშიერების უმეტესობას მოსახლეობა უხოცავს ან დაუსახლებელ ადგილებში უყრის.
გვსურს 60 ძაღლისა და კატის სტერილიზაცია, ვაქცინაცია და იდენთიფიცირება, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. გეგმის მიხედვით ადგილზევე ჩამოვიყვანთ ვეტერინარების გუნდს და მოხალისეებთან ერთად ეტაპობრივად ჩავატარებთ სტერილიზაციის კამპანიას რაიონში. იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებით საქართველოს ერთი რეგიონის ცხოველების გადასარჩენად