მიიღეთ აგროფორუმის შექმნაში მონაწილეობა, გახდით პროექტის მხარდამჭერი ან ოფიციალური თანადამფუძნებელი.
პლატფორმის მომხმარებლები: უკვე შემდგარი და გამოცდილი აგრონომები, ფერმერები, აგრარული ფაკულტეტების სტუდენტები და ლექტორები, ახალგაზრდა და დამწყები ფერმერები და აგრონომები, სოფლის მეურნეობის სფეროში მყოფი ბიზნესის წარმომადგენლები, სტარტაპები, მაღაზიები და სოფლის მეურნეობის სფეროსთან შემხებლობაში მყოფი ადამიანები. საოჯახო ტიპის მეურნეობების მქონე ადამიანები და ყველა სფეროთი დაინტერესებული პირი.
ფორუმის შექმნის იდეა: დაიბადა მაშინ, როცა ჩვენ გვინდოდა მარწყვის სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ჩვენი პროექტის ‘‘ მეურნეობა’’ -ს ფარგლებში. თუმცა ვერ ვნახეთ ისეთი პლატფორმა სადაც დავსვამდით კითხვებს და მივიღებდით პასუხებს გამოცდილი ადამიანებისგან თუ როგორ შეიძლებოდა აგვეწყო სათბური, მარწყვის ჯიშების შესახებ ინფორმაციას, მიწის მოვლის და დაკრეფვის შესახებ, სასათბურე მეურნეობის შესახებ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს, ისეთს როგორც მსოფლიოში გავრცელებულ სხვადასხვა ფორუმებზეა, მაგ: Reddit.com შესაბამისად ვიფიქრეთ რომ მსგავსი პლატფორმის არსებობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სფეროს განვითარებისთვის, ჩვენ შევძლებთ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ან დამწყებებს გავუმარტივოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, რჩევების და ინფორმაციის გაცვლა, რაც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
აგროფორუმზე შექმნილი ტოპიკები და გახსნილი თემები შეინახება სამუდამოდ და ნებისმიერ მომხმარებელს ექნება საშუალება გაეცნოს ამა თუ იმ თემას, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან დიდ და მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინფორმაციას დააგროვებს და გახდება ერთგვარი ონლაინ ენციკლოპედია პირადი გამოცდილებებით.
რამდენი თანხა გვჭირდება?
ფორუმის საიტის შესაქმნელად საჭიროა 3500 ლარი. რადგან საიტი იყოს მაქსიმალურად მარტივი და მორგებული მომხმარებლის ინტერესებზე. იმისთვის რომ პლატფორმა გავაცნოთ მომხმარებლებს და მოვიძიოთ მომხმარებლები საჭიროა მარკეტინგული აქტივობები, რეკლამები და ა.შ. რისთვისაც საჭიროა 2000 ლარი. საიტს სამართავად ჭირდება კადრები, როგორიც არის მოდერატორი, მარკეტინგის სამსახური, კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა კომპანიებთან სასპონსორო შეთავაზებებით, 4 თვის ხელფასებისთვის საჭიროა 4000 ლარი
10 ლარი დონაცია - ამ პაკეტით თქვენ ხელს უწყობთ აგროფორუმის შექმნას.
100 ლარი დონაცია - ამ პაკეტით თქვენ ხელს უწყობთ ფორუმის შექმნას და ხდებით ფორუმის სუპერ წევრი, მეილის საშუალებით იღებთ ყველა მნიშვენლოვან ინფორმაციას ფორუმის შესახებ. ფორუმი გეგმავს თანამშრომლობას სხვადასხვა მაღაზიებთან, რის შედეგაც თქვენ გექნებათ სპეციალური შეთავაზებები
500 ლარი დონაცია - 500 ლარის დონაციის შემთხვევაში, თქვენ ხდებით ფორმის პარტნიორი და იღებთ სარეკლამო ადგილებს ფორუმის ვებ პლატფორმაზე 6 თვის განმავლობაში, Agroforum.ge - სადაც თქვენი სურვილისამებრ ანთავსებთ რეკლამას.
3500 ლარი დონაცია - ამ პაკეტის შეძენის შემთხვევაში თქვენ ხდებით აგროფორუმის 10%-იანი წილის მფლობელი. პაკეტი მოიცავს სარეკლამო ადგილებს 2 წლის განმავლობაში.
ფორუმის დაყოფა კატეგორიებად:
აგროფორუმი დაიყოფა კატეგორიებად, თითოეულ კატეგორიას ექნება თავისი
განყოფილებები თემატიკის მიხედვით ასევე ქვეკატეგორიები მაგ: მეცხოველეობა,
მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეღვინეობა, მემცენარეობა , მეფუტკრეობა და ა.შ. სადაც მომხმარებლები, თავიანთი ინტერესების შესაბამისად მიიღებენ კითხვებზე პასუხს.
1. ფორუმის შესახებ - რაც გულისხმობს განყოფილებას სადაც მოხდება დისკუსია აგროფორუმის შესახებ
2. ჩემი მეურნეობა - გულისხმობს განყოფილებას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათგახსნან თემები საკუთარი მეურნეობების შესახებ, მათ საშუალება ექნებათ ფორუმის მომხმარებლებს გააცნონ საკუთარი მეურნეობა, გაუზიარონ გამოცდილება.
3. საოჯახო მეურნეობა - გულისხმობს განყოფილებას, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ ისაუბრონ საოჯახო მეურნეობების შექმნაზე, სოფლად დასახლებაზე, დაგეგმვაზე, ბიზნეს მოდელებზე და ყველაფერზე რაც საჭირო მცირე მეურნეობების გასამართად, მოსავლის გასაყიდად და ა.შ.
4. სასათბურე მეურნეობა - გულისხმობს განყოფილებას, სადაც საუბარი იქნება სათბურებზე, სათბურის ასაშენებლად საჭირო გზებზე, მასალებზე, ტექნოლოგიაზე, კვადრატულობაზე, მოსავლის რაოდენობაზე, ჯიშებზე, განათებაზე და ა.შ.
5. მეცხოველეობა - განყოფილებაში საუბარი იქნება მეცხოველეობაზე, მესაქონლეობაზე.
6. სასოფლო სამეურნეო ტექნიკა - განყოფილება მოიცავს აგრო ტექნიკის შესახებ თემებს, ახალ ტექნოლოგიებს.
7. კოოპერატივი - თემები კოოპერატივების შესახებ.
8. ფერმა - განყოფილება ფერმის და ფერმერობის შესახებ
9. მიწა - განყოფილება მიწის შესახებ, მიწის ნიადაგი, შესწავლა და ა.შ.
10. დასაქმება - განყოფილება სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებაზე, შეთავაზებები კომპანიების მხრიდან.
11. კაკალი ნუში თხილი და ა.შ. -
12. მირჩიეთ - განყოფილება სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ დასვან ნებისმიერი სახის კითხვები
13. სასუქები და ბიო წარმოება - განყოფილება სასუქების და ბიო წარმოების შესახებ.
14. ადგილობრივი წარმოება - რას ვაწარმოებთ, სად ვყიდით, სტატისტიკები და ა.შ.
15. გრანტები და სახელმწიფო პროგრამები - განყოფილება გრანტების და სხვადასხვა პროგრამების შესახებ.
16. განათლება - სხვადასხვა კურსები, უნივერსტეტები, მეთოდები და ა.შ.
17. სტარტაპი - განყოფილება აგრო სტარტაპების შესახებ, შესაძლებლობები, ბიზნეს
გათვლები და ა.შ.
18. აგრო ბიზნესი - განყოფილება აგრო ბიზნესის შესახებ, კომპანიები, მწარმოებლები და ა.შ.
19. იმპორტ - ექსპორტი - საჭირო დოკუმენტაცია, სერტიფიკატები, ტრანსპორტირება და ა.შ.
20. ღვინო და მეღვინეობა - ცალკე განყოფილება, სამომავლოდ ღვინის ფორუმი wineforum.ge