?Fundraiser for ROKVA FESTIVAL. [For English scroll down].
როგორც ყველამ კარგად ვიცით, მიუხედავად ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევისა, სამწუხაროდ, Rokva 2021 - back to Magic Mountain/Shovi ვერ ჩატარდა. მიზეზებზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა, არასოდეს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ ყველა არსებული რისკის გათვალისწინებით, ბოლომდე მიყვანილი საქმის, საქართველოსკენ გამოფრენილი უცხოელი არტისტების, აშენებული საფესტივალო ქალაქის, 2020 წლის პანდემიაში ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გამოცდილებისა და კოვიდ-უსაფრთხო რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ჩვენ არ მოგვცეს მუსიკით ტკბობის და სიამოვნების მიღების საშუალება.
◼ როკვა 2021 უნდა ყოფილიყო წლის ყველაზე მასშტაბური, მრავალფეროვანი და სასიამოვნო კოვიდ-უსაფრთხო გამოცდილება თქვენთვის, არტისტებისთვის, ჩვენთვის და რაჭისთვის. ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ვიბრძოლეთ ბოლო წუთამდე და მაინც რთული წარმოსადგენი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამონაკლისის გარეშე ძალაში დატოვებით, რიგი უკვე ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მაინც ასეთი იძულებითი ზარალის წინაშე დაგვაყენა სახელმწიფომ - ფესტივალი, არტისტები, ჩვენთან დასაქმებული 350-მდე ადამიანი და რაც მთავარია, რეგიონი და ყველა მეწარმე, ვინც მძიმე წლის და შარშანდელ მეწყერს წაყოლილი სეზონის ფონზე, მოუთმენლად ელოდებოდა შემოსავლის წყაროს. ◼ ფარ-ხმალს არ ვყრით და ახლა ისე გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როგორც არასდროს. სწორედ თქვენი გულშემატკივრობით არ ვუშინდებოდით არც ერთ დაბრკოლებას, რომელსაც ვაწყდებოდით - პანდემია, მეწყერი თუ სხვა. ? მიგვაჩნია, რომ თქვენი მხარდაჭერა იქნება ის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც გვიჩვენებს შეუძლია თუ არა ჩვენს იდეას, გახდეს რეალობა - ახალი სიცოცხლე ჩავბეროთ რაჭის რეგიონის თვალუწვდენელ, თუმცა ნახევრად მიტოვებულ სილამაზეს და ამასთან ერთად, განვავითაროთ საფესტივალო კულტურა საქართველოში. მათგან, ვისაც Rokva 2021-ის ბილეთი გაქვთ შეძენილი, ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ამ ბილეთის მომავალი წლისთვის შენახვა. ?As we all know well, despite our countless efforts, unfortunately Rokva 2021 - back to Magic Mountain/Shovi was not held. We have spoken about all the reasons many times, but we will never get tired of repeating that regardless of considering all the risks, already finished festival site, artists being on the way to Georgia, the experience of holding the safe festival in a pandemic in 2020 and having arranged all the neccessary precautions for covid-safe event, we were not allowed to enjoy the music and simply have a good time. ◼ Rokva 2021 should have been the large-scale, diverse and covid-safe experience for you, for artists, for us and for Racha. Given the current economic state, we put up a fight to the last minute and still had a hard time believing the government would ignore the needs of numerous individuals benefiting from the event and force us all to face such a loss - the festival, artists, up to 350 of our staff, and most importantly, the region and all small business owners who had been so eager to make a small living after such a difficult year, including pandemic and last year's landslide. ◼ We are not giving up and are in need of your support like never before. All of you and your support was the main driver for us to overcome all the challenges we encountered - pandemic, landslide, etc. ? We believe that your support will be the defining factor, which will show us if our idea is meant to be the reality - to bring to life spanless and yet half-abandoned beauty of the region of Racha and additionally, to develop festival culture in Georgia. Those of you, having the ticket for Rokva 2021, the biggest support could be not to request its refund and save it for next year ♥