ამბავი ჩვენ შესახებ

Georgian crowdfunding platform Fundraiser.ge ამბავი ჩვენ შესახებ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა უამრავი საინტერესო პროექტის იდეა გვქონდა, თუმცა, განხორციელებისთვის საჭირო თანხები - არა. მივხვდით, რომ უნდა შექმნილიყო ქართული Crowdfunding პლატფორმა, რომელიც თითოეულ იდეას მისცემდა ერთ შანსს. მართალია, სასწრაფოდ ვერ შეიქმნა, მაგრამ, რადგან შენ ახლა ამ ტექსტს კითხულობ, ნიშნავს იმას, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და Fundraiser.ge მუშაობს. 

კონკრეტულად Fundraiser.ge-ზე მუშაობა 1 წლის წინ დავიწყეთ, ამ პერიოდში ვმუშაობდით პლატფორმაზე განსათავსებელ პროექტებზე, ვტესტავდით პროექტების სხვადასხვა მოდელებს, ვქმნიდით ამ პლატფორმას და საბოლოოდ, ამ ერთ წელში დაგროვილი გამოცდილებით, უკვე მზად ვართ, ვიყოთ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მათთვის საჭირო ინვესტიციების მოძიების პლატფორმა.

გვინდა, იცოდე: Crowdfunding-ის მომხიბვლელობა იმაშია, რომ მხოლოდ პლატფორმის არსებობა მიზნის მიღწევისთვის არ არის საკმარისი. ამისთვის, შენი ჩართულობა და მხარდაჭერა გვჭირდება. რადგან, Fundraiser.ge-ის მეშვეობით, ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სამყარო, რომელსაც გვინდა, რომ ვხედავდეთ.

ჩვენ ვქმნით თანამედროვე პლატფორმას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას წარუდგინოს საკუთარი იდეა, კამპანია და ჩვენი ერთიანი მხარდაჭერით განახორციელოს უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი.

იდეის გაჩენის თანავე კი, გირჩევთ, კამპანია დაიწყოთ ჩვენთან! 

განთავსებული კამპანიები

58

დამფინანსებლები

1680

სულ შეგროვებულია

93816 ₾