მეურნეობა ინოვაციური პროექტია ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რომლის მიზანია ქართულ საჯარო სკოლებს გაუჩინოს დაფინანსება და შემოსავალი, ხოლო მოსწავლეებს განუვითაროს სამეწარმეო უნარები და მისცეს უდიდესი გამოცდილება.
პროექტი გულისხმობს ‘‘Farm to School’’ სწავლების მეთოდის დანერგვას ქართულ სასკოლო განათლების სისტემაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს საჯარო სკოლების ტერიტორიაზე სხვადასხვა მეურნეობების მოწყობასა და ახალი ბრენდის ‘‘მეურნეობა’’-ის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის შედეგად, მოსწავლეები აგრონომიულ სამუშაოებთან ერთად შეძლებენ ისწავლონ მარკეტინგი, გაყიდვები, სათბურის ტექნოლოგიები, ბრენდინგი მეწარმეობა და ყველა ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა სათბურის მართვისა თუ ახალი ბრენდის შექმნისა და განვითარებისთვის.
პროექტი ხორციელდება ქართული crowdfunding პლატფორმის fundraiser.ge-ს მიერ, სახელით ‘‘მეურნეობა’’ - შემდგომში ვებსაიტებზე Meurneoba.com, Meurneoba.ge
‘‘მეურნეობა’’ წარმოადგენს კომერციულ პროექტს სრულად სოციალური მიზნებისთვის, მუდმივი ზრდითა და განვითარებით. ერთი სათბურიდან მიღებული მოგების 50% მუდმივად დარჩება სკოლას და მოხმარდება მხოლოდ სკოლის ან ბავშვების განვითარებისთვის საჭირო პროექტებს, მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით.
მოგების მეორე ნაწილი - 50%, გადაირიცხება პროექტის შემდგომი ეტაპის ახალ სკოლაში, იმავე მიზნებისთვის, ხოლო როცა მეორე სათბურიც აშენდება, უკვე ორი სათბურის 50% გადაირიცხება მესამე სკოლისთვის. მოგების განაწილების ეს პრინციპი, საშუალებას გვაძლევს, პროექტი რამდენიმე წელში გახდეს მასშტაბური და მოიცვას 10-ზე მეტი სკოლა, ხოლო 10 და მეტი სათბურის მოგების 50-50% საშუალებას გვაძლევს, ყოველ მომდევნო წელს დავიმატოთ საშუალოდ 2-3 ახალი სკოლა.
პროექტის მნიშვნელობა და შედეგები:
„მეურნეობა“ არის ისტორიული პროექტი ქართული სასკოლო განათლებისთვის, რომლის მიზანია სკოლებს, განვითარებისთვის გაუჩინოს დამოუკიდებელი შემოსავალი. დღეს ქართული სკოლების დაფინანსება მხოლოდ რემონტს, კომუნალურ გადასახადებსა და პერსონალის ხელფასებზე იხარჯება.
პროექტის მიხედვით შემოსავალი მოხმარდება მხოლოდ სკოლის ან ბავშვების განვითარებისთვის საჭირო პროექტებს, მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სკოლები შეძლებენ სპეციალური კურსების/მასტერკლასების, (პროგრამირება, სხვადასხვა პროგრამები) ტექნიკური აღჭურვილობისა თუ ტრენინგების შესყიდვას.
მეურნეობა არამხოლოდ სკოლებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ კურსის მოსწავლეებისთვისაც:
ჩვენ შევძლებთ და ქართული სკოლა დამამმთავრებელი ბავშვი აღარ იქნება უცხო თანამედრო სამყაროსთვის, მათ ექნებათ უდიდესი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება და შეძლებენ გააზრებულად აირჩიონ საკუთარი მომავალი პროფესია და მიმართულება. ისინი ასევე მარტივად შეძლებენ დასაქმდნენ სტუდენტობის პირველივე სემესტრში და შეძლონ დამატებით განვითარება.
ხოლო Farm to school სწავლების მეთოდის სისტემური დანერგვა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბავშვების განვითარებაში და განათლების ხარისხის ამაღლებაში.
მეურნეობა - პირველი პროექტი სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში
მარწყვის 1300 კვ.მ. სათბური სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში
ლოკაცია: შიდა ქართლის რეგიონი, გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ნიქოზი.
პროექტის ფარგლებში, პირველ საპილოტე ლოკაციად შეირჩა სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა. ზემო ნიქოზი წარმოადგენს საოკუპაციო გამყოფი ზოლის სოფელს, რომელიც ცხინვალისგან სულ რამდენიმე მეტრშია. ნიქოზიდან კარგად ჩანს ცხინვალის ქუჩებიც.
ნიქოზის სკოლაში სწავლობს 161 მოსწავლე
მაგალითად: წარმოიდგინეთ ზემო ნიქოზის პროექტის შედეგები:
სათბურის მოგებიდან მიღებული თანხით, ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით: მოლაპარაკება მიმდინარეობს IT Step აკადემიასთან, სკოლა შეიძენს აკადემიის 1.5 წლიან პროგრამირების სრულ კურსს. ნიქოზის 161 მოსწავლიდან ჩვენი გათვლებით 30- 40 მოსწავლე დამატებით Farm to School კურსისა და მასში მიღებული გამოცდილებისა, IT Step აკადემიის სერტიფიცირებული პროგრამისტები იქნებიან და პირველივე კურსზე შეძლებენ მაღალშემოსავლიანი სამსახურში დასაქმებას.
მუდმივობა
მეურნეობა მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტია, რომლის მიზანი პროექტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბენეფიციარი იყოს საქართველოს ყველა სკოლა, საქართველოში 2200-ზე მეტი სკოლაა, შესაბამისად პროექტი იარსებებს მინიმუმ იქამდე სანამ ყველა სკოლა არ გახდება პროექტის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბენეფიციარი.
პროექტი არის ერთგვარი რეფორმა განათლების სისტემაში, რომლის შედეგებიც უდიდეს გავლენას იქონიებს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაზე და მის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს.
შესაბამისად პროექტი მუდამ იქნება აქტუალური და მხარდაჭერილი სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფo უწყებების მხრიდან, მაგ: სახელმწიფო უწყებები, ბიზნეს კომპანიები, საელჩოები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია.
ბრენდი
პროექტის მიზანია შეიქმნას ბრენდი ‘მეურნეობა’, საწყის ეტაპზე meurneoba.com, meurneoba.ge საბოლოოდ კი Meurneoba.edu რომელიც მხოლოდ განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული. ის იქნება ყველასთვის საყვარელი ბრენდი, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი და მომხმარებელი ეყოლება.
დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობები და განვითარების სტრატეგია კი დაგვეხმარება მეურნეობა მუდამ იყოს აქტუალური როგორც ადამიანების პირდაპირი ჩართულობითა და სხვადასხვა ღონისძიებებით, ასევე მედია გაშუქებით, რომლებიც მუდამ გააშუქებენ ჩვენს აქტივობებს.
მეურნეობა გააერთიანებს უამრავ ადამიანსა თუ ორგანიზაციას ყველაზე ძვირფასი მიზნებისკენ სწრაფვაში.
მარკეტინგული აქტივობები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები და სოციალურ არხებში გამომწერების მუდმივი ზრდა: პროექტის სენსიტიურობისა და დაგეგმილი აქტივობების გამო, ჩვენ მუდმივად გვეყოლება განსაკუთრებული გულშემატკივრები და მათი რიცხვი მუდმივად გაიზრდება.
1. ვიდეო და ფოტო მარკეტინგი - ვიდეო სერიები - ვიდეო გაკვეთილები, რომელიც განამანათლებლო პროექტს წარმოადგენს და მუდმივად მზარდი და დიდი აუდიტორია ეყოლება. მოხდება პროექტის ფარგლებში ჩატარებული ყველა თეორიული და პრაქტიკულ გაკვეთილის ჩაწერა, შემდეგ დამონტაჟება და შემდეგ სერიებად გაშვება:
სათბურის კონსტრუქციის აგება, მიწის მომზადება, კონსტრუქციის ნაწილები, სათბურის სისტემები, ტექნოლოგიები, აგრონომიულ სამუშაოები, გაყიდვები ბრენდინგი და ა.შ. ყველა ამ თემას დაეთმობა ცალკეული სერია. ეს იქნება ერთგვარი ცოცხალი ბიზნეს გეგმა და ენციკლოპედია.
2. ოლიმპიადები ყველა სემესტრში - გულისხმობს 1 თვიანი ოლიმპიადის გამოცხადებას, სადაც განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, ჩაერთვება საქართველოს თითოეული სკოლა. მოსწავლეებს ექნებათ დავალება გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ყველაზე მარტივად, მაგალითად: როგორ გავათბოთ სათბური იაფად? როგორ გამოვიყენოთ მზის ენერგია? როგორ შევფუთოთ პროდუქტი პლასტამის გარეშე და ა.შ. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და საჩუქრები.
3. აგრო ტურები - 2 დღიანი აგრო ტურები - სადაც სტუმრებს შევთავაზებთ დღის განმავლობაში ლექციებსა და პრაკტიკულ აგრო სამუშაოებს. საღამოს TALKS და ლაივ არტ ღონისძიებებს. სტუმრები დარჩებიან ადგილობრივ მოსახლეობის სახლებში, რომელთანაც უკვე მიღწეულია შეთანხმებას.
4. მედია - პროექტის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დაგეგმილია როგორც აგრო გადაცემებში, ისე ბიზნესს და დღის გადაცემებში სიუჟეტების მომზადება, დაგეგმილი
მარკეტინგული აქტივობებიდან გამომდინარე, მუდამ იქნება ინტერესი მედიის მხრიდან.
5. Community-ის შექმნა - გულისხმობს პროექტის გულშემატკივრებისა და მხარდაჭერების ჯგუფის შექმნას, ვისაც რაიმე წვლილი აქვს შეტანილი პროექტის შექმნასა და განვითარებაში. პროექტის განმავლობაში, მუდამ და ყველა ღონისძიებაზე გამოცხადდება სპეციალური ALL TIME LIST-ი. ქომუნითის წევრებს ექნებათ სპეციალური ფასდაკლებები როგორც კორპორაციულ, ისე ინდივიდუალურ შესყიდვებზე. ვებ საიტზე, ქომუნითის სპეციალურ გვერდზე, განთავსდება ყველა ორგანიზაცია, რომელიც იქნება მეურნეობა ქომუნითის წევრი.
6. დელეგაციების ვიზიტები და მედია გაშუქებები - სოფელ ნიქოზში მუდმივად იმართება სხვადასხვა წარმომადგენლობებისა და უცხოელი სტუმრების ვიზიტები. ადგილობრივი და ცენტრალური სახელისუფლებო უწყებების დახმარებით, ყველა ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია იქნება პროექტი ‘‘მეურნეობა’’, განათლების, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტუმრები მოინახულებენ და პირადად გაეცნობიან პროექტის მიმდინარეობას.
7. სპეციალური აქციები - ვოლტსა და გლოვოზე სხვადასხვა რესტორნებს დაემატებათ მარწყვის დესერტები, რომელსაც სპეციალური აქციის ფარგლებში შეიძენს მომხმარებელი.
8. მშვიდობის ფესტივალი და Peace campaigns - დაგეგმილია ყოველწლიური მშვიდობის ფესტივალი. მთავარი მშვიდობის ხის დარგვა, რომელიც იქნება ყველასგან გამორჩეულ ადგილზე, სპეციალური განათებით და შემოღობვით და სპეციალური მარკეტინგული აქტივობებით. მშვიდობის ბაღის გაშენება. ასევე მშვიდობის ნიშნის განათება, რომელიც მუდმივად იქნება განათებული.
‘‘მეურნეობა’’ - სოციალურ ქსელებში:
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები და გამომწერების მუდმივი ზრდა: Facebook, Instagram, Youtube, Tiktok, არხების შექმნა რომელსაც ექნება კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებები.
დაგეგმილი აქტივობებიდან და პროექტის სენსიტიურობიდან გამომდინარე, პროექტს ძალიან მალე ეყოლება უამრავი მხარდამჭერი სოციალურ ქსელებში, როგორც ვიდეო კონტენტზე, ისე ფოტო და ნიუსებზე. მუდამ იქნება მედიის მხრიდან დიდი მხარდაჭერა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქება.
ლოკაცია
ზემო ნიქოზი არის ცხინვალთან საოკუპაციო გამყოფი ზოლის სოფელი. სოფელ ზემო ნიქოზიდან კარგად ჩანს ცხინვალის ქუჩები და სახლები, ნიქოზი არის ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი.
ამ ფაქტიდან გამომდინარე სოფელ ზემო ნიქოზში მუდმივად იმართება სხვადასხვა დელეგაციების ვიზიტები და აქტივობები.
ზემო ნიქოზის საჯარო სკოლისა და სათბურის მიმდებებარე ტერიტორია: სკოლა მდებარეობს ნიქოზის ცენტრში, მის გარშემო არის დიდი მოედანი და მწვანე სივრცე.
სათბურის ტერიტორია მდებარეობს სკოლის უკანა ეზოში, 30 მეტრში იზოლირებულ და ხეებით შემოსაზღვრულ მიწაზე.
ტერიტორიაზე სათბურთან ერთად, გაშენდება მშვიდობის ბაღი, ეზოშივე ჩატარდება ლაივ არტ ღონისძიებები, ხოლო სპორტული და საფესტივალო ღონისძიებები ჩატარდება სათბურისა და სკოლის მიმდებარე მოედანზე.
დამატებითი ფაილები:
პროექტის ბენეფიტები
კურსის სილაბუსი
პროექტის ბიუჯეტი
10 წლიანი განვითარების გეგმა
5 წლიანი მარკეტინგული განვითარების გეგმა
სათბურის მშენებლობის გეგმა და ვადები
სასპონსორო პაკეტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაცია
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაცია
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით