Adopt, Don't Buy!

Achi Otarashvili

“Adopt, Don’t Buy” ბაღის და ქართულ მაღაზიათა ასოციაციის ერთობლივი პროექტია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.


პროექტის მიზანია საზოგადოებაში, უსახლკარო ძაღლების მიმართ თანაგრძნობის განვითარება და მათი აყვანის პოპულარიზაცია.

ქვეყანაში უსახლკარო ცხოველების დაცვის კუთხით არსებული რთული მდგომარება, ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაამძაფრა, რაც მძიმედ აისახა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე, ისინი ადამიანების მზრუნველობისა და საკვების გარეშე დარჩნენ.

ვიზრუნოთ ჩვენს შინაურ ცხოველებზე და ისინი იზრუნებენ ჩვენზე!
შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ამცირებს სტრესს ადამიანების ცხოვრებაში.
ღონისძიების ფარგლებში თავს მოვუყრით უსახლკარო ძაღლებს, მათ პოტენციურ პატრონებს და ყველას ვისაც უყვარს ცხოველები.
ადგილზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, კარგი მუსიკა და ჩვენი ოთხფეხა სტუმრები.
ვიზრუნოთ მიუსაფარ ცხოველებზე და ერთად შევქმნათ მათთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემო

Read more
Comments
Total raised: 3€
1%
Recent donations

George K.

1€

Giorgi T.

1€

ლუკა ჭ.

1€